სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტის როლზე, ქ.ფოთში.
ვაკანსია არის დროებითი (დეკრეტული შვებულების შემცვლელი) პოზიცია.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი
დაზღვევა, სატელეფონო ლიმტი, როუმინგი
ამ როლში შენ:
** გაუწევ მაღალი ხარისხის მომსახურებას სელფი მობაილის მაღაზიაში შემოსულ მომხმარებლებს
** გააცნობ და შესთავაზებ კომპანიის პროდუქტებსა და სერვისებს, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებით
** უზრუნველყოფ პროდუქტების გაყიდვას დასახული მიზნებისა და გეგმის შესაბამისად
** იმუშავებ გაყიდვების მხარდამჭერ სისტემებში
** შეასრულებ სალაროს ოპერაციებს ზუსტად და პასუხისმგებლობით
თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:
** უმაღლესი განათლება ან იყო სტუდენტი
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და ინგლისური ენა სასაუბრო დონეზე
** გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** MS Office პროგრამებში მუშაობის უნარი (Word, Excel, PowerPoint)
** ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაციის უნარი და მომხმარებლებთან ეფექტური ურთიერთობა
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ანგარიშგებისა და საქმიანი კორესპონდენციის მომზადების უნარი
გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2 აპრილი, 2026.
რატომ სელფი
ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით.
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.
ჩვენ ვაფასებთ:
• პასუხისმგებლობას (Ownership)
• საქმის ხახრისხიან შესრულებას
• პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.
სელფი მობაილში შეგიძლია:
• დასახო ამბიციური მიზნები
• თამამად გამოხატო შენი აზრი
• ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
• ისწავლო და ასწავლო სხვებს.
ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
• ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
• პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
• სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
• კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
• გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე